რამილ გაისინი: რაგბის მოედანი ბრძოლის ველი არაა

0
160
SAITAMA, JAPAN - SEPTEMBER 11: Ramil Gaisin of Russia poses for a portrait during the Russia Rugby World Cup 2019 squad photo call on on September 11, 2019 in Saitama, Japan. (Photo by Chris Hyde - World Rugby/World Rugby via Getty Images)

მთელ მსოფლიოში Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც კი გადაიდო. საერთოდ გაუქმდა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეხუთედ უნდა ეასპარეზა. ასევე, გაურკვეველი ვადით გადაიდო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რუსეთისთვის უნდა ემასპინძლა. გასაგებია, ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ჩვენთვის არაფერს წყვეტდა, მაგრამ ქართულ-რუსული სარაგბო დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ამ თემასთან დაკავშირებით 90wuti.ge რუსეთის მორაგბეთა ნაკრებისა და კრასნოიარსკის ენისეის ერთ-ერთ ლიდერს, რამილ გაისინს გაესაუბრა.

28 წლის მორაგბეს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 48 მატჩი აქვს ჩატარებული.

„მესმის, ქართულ-რუსული სარაგბო დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის დიდ ემოციებს რომ იწვევს, მაგრამ რაგბი სპორტის სახეობაა, სადაც მოედანზე ვთამაშობთ და არა ბრძოლის ველი, რომელზეც ომი მიმდინარეობს. ეს მიდგომა და მსგავსი დამოკიდებულება რაგბისადმი შესაცვლელია.

ენისეიში ქართველი მორაგბეები (დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე) თამაშობენ. მე მათთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

რაგბი რაინდების თამაშია და მოედანზე უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ძალა, ასე ვარ მოედანზეც და ცხოვრებაშიც.

რაგბის ღირებულებებში ერთმანეთის შეურაცხყოფა არ შედის,”  -ამბობს რამილ გაისინი. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ