რატომ არ შედგა რონალდუს მალაგაში ტრანსფერი?

0
19

2002 წლიდან მოყოლებული, როცა კრიშტიანუ რონალდუ პირველად გამოჩნდა გრანდების ჰორიზონტზე, მისი გადაბირებით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული.

როგორც ყველასთვის ცნობილია, ყველას სერ ალექს ფერგიუსონმა აჯობა, თუმცა პორტუგალიელის გადაბირებასთან არც მეტი, არც ნაკლები, მალაგა იყო ახლოს.

გუნდის სპორტული დირექტორი იხსენებს:

,,რონალდუს მთავარ დებიუტში დებიუტიც არ ჰქონია, როცა მისი გადაბირებით დავინტერესდით. შეთავაზება გავაკეთეთ და ვიმედოვნებდით, რომ მისი ტრანსფერი შედგებოდა. კრიშტიანუ ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი და კარგი დარტყმის მქონე მოთამაშე იყო.

,,მზად ვიყავით, მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო გადაგვეხადა, თუმცა პორტუგალიურმა გუნდმა მის სანაცვლოდ 3,5 მილიონი მოითხოვა. იმჟამინდელი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამხელა თანხას ვერ გადავიხდიდით.”– განაცხადა კარლოს რინკონმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ