რუბინი და ქართველები | სლუცკიმ ყველა წაიყვანა

0
28
  • რუბინმა ყველა ქართველი შეკრებაზე წაიყვანა
  • ხვიჩას ლოკომოტივში დაბრუნება გადაიდო

ყაზანის რუბინის ახალმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, ფეხბურთელები სეზონის განახლებამდე შეკრებაზე წაიყვანა (ბელეკი).

საგულისხმოა, რომ რუსმა დამრიგებელმა ყველა ქართველს უხმო: ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე, ხვიჩა კვარაცხელია და ნიკალაი ყიფიანი.

თურქეთში ჩვენებურების წაყვნა იმას ნიშნავს, რომ ისინი რუბინში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩებიან. ისიც ფაქტია, რომ ლეონიდს ქართველების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს.

ვიტესში მოღვაწეობის ჟამს, სლუცკი ანანიძის ტრანსფერს აქტიურად ითხოვდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ ხვიჩას დაბრუნება ლოკომოტივს სურდა (იანვარში), მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ