რუმინეთით ვიწყებთ, რუსეთით ვამთავრებთ

0
10

5 თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისში დიდი რაგბი თებერვალში დაბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ, რაგბი ევროპა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის განრიგი გამოქვეყნდა.

„ბორჯღალოსნები” გათამაშებას 1 თებერვალს უშუალო კონკურენტ, რუმინეთთან დაიწყებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე” გაიმართება.

მეორე ტურის მატჩში 9 თებერვალს,  ესპანეთს  ვესტუმრებით.

ბოლო წლების ტრადიციის თანახმად, ერთ საშინაო მატჩს ქუთაისის „აია არენა” უმასპინძლებს. 22 თებერვალს ქუთაისს ბელგია ეწვევა.

3 წლის შემდეგ, რაგბი ევროპას პორტუგალიის ნაკრები დაუბრუნდა, რომელიც 7 მარტს პარიზში გვიმასპინძლებს.

ჩემპიონატს კი, 14 მარტს დინამო არენაზე რუსი „დათვების” წინააღმდეგ დავამთავრებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ