რწმენა არ უნდა დაკარგო და ყველაფრის დამარცხება შეიძლება.„გავაშა” ფეხბურთს უბრუნდება

0
338

სპორტი ეს არის ცხოვრება ,რომელიც ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას არა მარტო მის მოთამაშეებს, არამედ მთელ მსოფლიოს . საუკეთესოა შეგრძნება იმისა ,როცა დასახულ მიზანს აღწევ.თუმცა, ხშირია შემთხვევა ,როდესაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები გხვდება ,ჯანმთელობის პრობლემა  კი ერთ-ერთი ყველაზე გავრეცელებულია მსოფლიოში .

 

მამია გავაშელიშვილი 24 წლის საფეხბრთო კლუბ „ ლოკომოტივის“ ნიჭიერი თავდამსხმელია ,რომელმაც  ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა და სულ მალე დაუბრუნდება მოედანს .როგორც მოგეხსენებათ, იგი 2014-15 წლების სეზონში ,ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია .  ის ამ სეზონზე 47 გოლის ავტორი გახლდათ .

„90 წუთი“ მამია გავაშელიშვილს  დაუკავშირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე მიმდინარე სეზონში კლუბის გამოსვლასა და სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა.

– მამია, უპირველეს ყოვლისა,შენს ჯანმრთელობაზე გკითხავ როგორ გრძნობ თავს ? ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ხარ ?

-ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ,ვარჯიშიც დავიწყე უკვე სამი კვირაა; ინდივიდუალურად  მწვრთნელთან .იანვრის თვეში  გუნდთან ერთად დავიწყებ ვარჯიშს თუ ყველაფერი კარგად წავიდა.

 

 

-როდესაც გაიგე ამ საშინელი დიაგნოზის შესახებ ფიქრობდი თუ არა,  რომ ამით შეიძლებოდა  შენი  საფეხბურთო კარიერა დარულებულიყო ?

_თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი ,ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა,როგორ, რანაირად. ჩემი მეუღლე გვერდში დამიდგა .ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყოს ამის გადატანა .მეუღლის ,ახლობლების, გუნდის წევრების გვერდში დგომამ შემაძლებინა მოვსულიყავი აზრზე; გამეაზრებინა ,რომ უნდა დავბრუნებულიყავი ფეხბურთში, ოჯახში ,ცხოვრებაში .დიდხანს უნდა მეცოცხლა , ოჯახთან დიდხანს უნდა ვყოფილიყავი. ყოველი დილა თენდებოდა სწორედ ამ  აზრით .მჯეროდა, რომ შევძლებდი ამ დაავადების დამარცხებას .

  • -მამია ბევრი ადამიანისთვის შენ ხარ მაგალითი იმისა, რომ არასდროს დანებდნენ და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი .შენი ცხოვრების ამ რთულ პერიოდზე რომ ისაუბრო ,რამ გაგაძლებინა და რას ეტყოდი იმ ადამინებს რომლებსაც სიმსივნე განაჩენად მიაჩნიათ ?

-დიახ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.რწმენაა მთავარი ,ყოველთვის უნდა ირწმინო საკუთარი თავის ,რომ შეძლებ დამარცხებას დაავადების .მთელი ოჯახი გვერდში მედგა ,გუნდელები იმის შესაძლებლობას არასდროს მაძლევდნენ რომ ცუდზე მეფიქრა . ადამიანთა გარემოცვასაც აქვს მნიშვნელობა .მე გამიმართლა ,რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდში .

 

-გუნდის  და თანაგუნდელების მხარდაჭერას თუ გრძნობდი?

_კი, ყოველდღიურად მირეკავდნენ ,მეხმარებოდნენ ფინანსურად, მწერდნენ ,მეუბნებოდნენ რომ მათ გვერდით უნდათ რომ ვიყო , ყოველთვის ჩავდიოდი საგურამოში როდესაც  შესაძლებლობა მქონდა მათ სანახავად .სულ მეხმიანებოდნენ მადლობა მინდა ვუთხრა ლოკომოტივის პრეზიდენტს ,რომ ფინანსურად დამიდგა გვერდში ასევე გუნდელებს ,ფეხბურთის ფედერაციას ,ეროვნული ლიგის გუნდებს, ნაკრების ფეხბურთელებს  ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა.

-ვარჯიში უკვე დაიწყე და ნელ -ნელა შენ საყვარლ საქმიანობას უბრუნდები .თამაშს როდისთვის შეძლებ ?

_დიახ, ვარჯიში უკვე  სპეციალური პროგრამით დავიწყე .გუნდი რომ შეიკვრება ახალი სეზონისთვის მეც მათ გვერდით მოვემზადები .იანვრის პირველი რიცვებიდან შევძლებ უკვე ვარჯიშსაც და თამაშს

-ლოკომოტივი მიმდეინარე სეზონში თასის ფინალშია გასული,ჩემპიონატში მეოთხე ადგილი და თასის ფინალი გარანტირებული აქვს. როგორ შეაფასებდი ლოკომოტივისთვის  ამ სეზონს ?

_ძალიან წარმატებული სეზონი აქვს. შანსი აქვს ,რომ თასი აწიონ და ევროპა ლიგაზეც გავიდნენ ,მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცუდად დავიწყეთ წაგებებით,  მაგრამ დასასრული ძალიან კარგია და ვფიქრობ ეს წელი მნიშვნელოვანია ,რომ ევროპა ლიგაზე მოვხვდეთ შემდეგ წელს და მიხარია,შ რომ წელს დავეხმარები და ყველანიარდ ვეცდები ბევრი გოლის გატანას.

  • _ეროვნულ ლიგაზე გკითხავ .ბოლო წლების განმავლობაში რამდენად მოიმატა ეროვნული ლიგის დონემ ?
  • _ჩემპიონატის დონე იმატებს აშკარად. ეტყობა კიდევაც, რომ ყოველ წელს უფრო დაძაბული ჩემპიონატი ტარდება .
  •                                            ანა ოქრუაშვილი

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ