სამი მერვედფინალისტი ცნობილია

0
28

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა და სამმა გუნდმა ფლეიოფის საგზური გაინაღდა, რაც გუშინდელი შეხვედრების შემდეგ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე ბაიერნი, იუვენტუსი და პსჟ მიმდინარე სეზონის პირველი მერვედფინალისტები არიან.

დავიწყოთ ადრეულ შეხვედრებზე საუბრით, სადაც ბაიერნი ოლიმპიაკოსს მასპინძლობდა, ხოლო იუვენტუსი მოსკოვში ლოკომოტივს ხვდებოდა. მიუნხენელებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს, რადგან ,,რეკორდმაისტერმა” ბერძნების კართან 27 მომენტი შექმნა და კარში 10 დარტყმა შეასრულა, თუმცა მათი წინააღმდეგობა მხოლოდ 69-ე წუთზე გატეხეს და ვინ გაიტანდა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც წლეულს ბუნდესლიგის და ჩემპიონთა ლიგის უკლებლივ ყველა შეხვედრაში აქვს გატანილი. საბოლოო შედეგი კი ივან პერიშიჩმა დააფიქსირა. (2-0)

ბაიერნისგან განსხვავებით იუვენტუსმა მეტოქეს სწრაფი გოლი გაუტანა და შეხვედრის მე-4 წუთზე დაწინაურდა. გოლი გილერმეს აშკარა შეცდომას მოჰყვა, რომელიც აარონ რემზიმ გაიტანა. იური სიომინის გუნდი სწრაფად გაშვებულ გოლს სულაც არ დაუბნევია, პირიქით, მრისხანე მეტოქეს თამამად უტევდნენ და გოლიც საკმაოდ გააზრებული შეტევით გაიტანეს, სადაც მირანჩუკის პირველი დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო მეორე კი დაუცველ კარში იოლად შეაგორა. რუსმა ფეხბურთელმა ,,ბიანკონერის” წინა მატჩშიც გაუტანა.

თამაში მთლიანობაში თანაბრად წარიმართა და გამარჯვებულის ბედიც კომპენსირებულ  დროში გაირკვა, როდესაც დუგლას კოშტამ თავის ინდივიდუალური ოსტატობით საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა. (1-2)

ამ მატჩის ვერ მოგებით შესაძლოა ითქვას, რომ დინამო ზაგრების ჯგუფიდან გასვლის ისტორიული შანსი მნიშვნელოვანად შემცირდა. კაცნაკლულმა გუნდებმა ერთმანეთში ნამდვილი დრამა გაითამაშეს, სადაც ხორვატებმა 89-ე წუთისთვის ერთი შეხვედვით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ მორაეშმა შეამცირა სხვაობა, ხოლო ზუსტად შესრულებული პენალტით ტეტემ წონასწორობის აღდგენა შეძლო. (3-3)

დინამო ზაგრები 3-3 შახტარი

გოლები: 0-1 პატრიკი, 1-1 პეტკოვიჩი, 2-1 ივანუშევიჩი, 3-1 ადემი, 3-2 მორაეში, 3-3 ტეტე

გააძევეს: მორო(დინამო ზაგრები) 74, მარლოში(შახტარი) 79

სხვა შეხვედრების შედეგები:

პსჟ 1-0 ბრიუგე

გოლები: 1-0 იკარდი

რეალი 6-0 გალათასარაი

გოლები: როდრიგო 1-0, როდრიგო 2-0, რამოსი 3-0, ბენზემა 4-0, ბენზემა 5-0, როდრიგო 6-0

ცრვენა ზვეზდა 0-4 ტოტენჰემი

გოლები: 0-1 ლო სელსო, 0-2 სონი, 0-3 სონი, 0-4 ერიქსენი

ატალანტა 1-1 სიტი

გოლები: 0-1 სტელინგი, 1-1 პაშალიჩი

ლევერკუზენი 2-1 ატლეტიკო

გოლები: 1-0 ტომასი(ს.კ), 2-0 ფოლანდი, 2-1 მორატა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ