სამტრედიას მორიგი დანამატი

0
84

სამტრედია ეროვნული ლიგისთვის გაძლიერებას განაგრძობს, ამჯერად მათ 32 წლის გუჯა რუხაია დაიმატეს.

ქართველ მოთამაშეს კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, ხოლო ბოლოს ის თბილისის დინამოში ირიცხებოდა.

რუხაიას ანგარიშზე 290 მატჩია, სადაც მან 15 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

რუხაია პოზიციურად მარჯვენა მცველია. ტრანსფერი დაადასტურა სამტრედიის ოფიციალურმა გვერდმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ