სამტრედია სლოვენიურ გუნდთან უგოლო ფრეს დასჯერდა

0
79

საფეხბურთო კლუბი სამტრედია  მომავალი სეზონისთვის მზადებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში აგრძელებს.  დღეს, კახა კაჭარავას გუნდმა თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგ მატჩი გამართა. იმერლები სლოვენიურ  კოპერს დაუპირისპირდნენ და უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

საფეხბურთო კლუბ სამტრედიაში სინჯებზე რამდენიმე ფეხბურთელი იმყოფება. მათ შორის-კამაცუ, დიზი, კრსტევსკი, კამბა, რომლებმაც დღევანდელ მატჩიც მიიღეს მონაწილეობა.

სამტრედიელებმა დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს.

 პირველ ტაიმი: სეფიაშვილი, ინკუმი, ჩაკვეტაძე, თოთაძე, რიკარდო, პავიშიჩი, ქოჩლაძე, კვირკვია, ყურბანოვი, დიზი, კრსტევსკი,

 მეორე ტაიმი: კულუა, საჯაია, ახალაძე, კამბა, ჯგერენაია, კერძევაძე, რობაქიძე, ილურიძე, ლუკავა, კამაცუ, ღირდალაძე.

 

წყარო: FCSamtredia.ge 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ