სანდრო მეტრეველმა და ნიკა ბასილაშვილმა თავიანთი მატჩები მოიგეს !

0
4

ATP Cup-ის ტურნირზე, ქართველმა ჩოგბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

სანდრო მეტრეველმა თავის მეტოქეს მარტივად აჯობა. მან ურუგვაელი ფრანკ როკადელი 2 სეტში (6-2; 6-1) დაამარცხა. მეტრეველი დღეს კიდევ ერთ მატჩს გამართავს წყვილთა თანრიგში, ის ალექსანდრე ბაქშისთან ერთად დაუპირისპირდება პაბლო კუევასისა და არიელ ბეჰარის წყვილს.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მას მძიმე მატჩში ჰქონდა პაბლო კუევასთან. მატჩი 3 სეტი გაგრძელდა და საბოლოოდ ნიკას გამარჯვებით (6-4; 1-6; 6-4) დასრულდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის დაძლევა და ტურნირს გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ