საქართველომ იტალიას გადაუსწრო

0
87

2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი 23:10 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნებზე” კარგის თქმის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, მაგრამ ამ გამარჯვებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რეიტინგში 1.07 ქულა მოემატა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში იტალიას გადაუსწრო.  გეტყვით, რომ იტალიელებმა 6 ერზე ზედიზედ ორი თამაში წააგეს.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბორჯღალოსნებს”   72.7 ქულა დაუგროვდათ და იტალიას სამი მეასედი ქულით ვუსწრებთ. მეთერტმეტე ადგილოსან ფიჯისთან ჩამორჩენა კი, 4 ქულაზე მეტია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ