საქართველოს ქალთა ნაკრები პირველი ქულების მოპოვებას იტალიაში შეეცდება

0
5

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები იტალიას ესტუმრება და პირველი ქულების აღებას შეეცდება.

უდავოა, ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და ოთხივე ჩატარებული შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი დათმო და 10 გაშვებულ გოლთან ერთად, საპასუხოდ მხოლოდ 1 გაიტანა.

იტალია პირველობისთვის დანიასთან ერთად იბრძვის. დანიელებსაც 4 მოგება აქვთ, მაგრამ უკეთესი ბურთების შეფარდება – 15:0. შესაბამისად, მილენა ბერტოლინის შეგირდებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ.

წელს ეს გუნდები ერთმანეთს უკვე გაეჯიბრნენ. საქართველოში გამართული მატჩი იტალიელებმა 1:0 მოიგეს. ზოგადადაც, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჩვენს მეტოქეს აქვს. ეს ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე ერთმანეთს 2015-16 წლებშიც შეხვდნენ და სტუმრად 1:6, ხოლო შინ 0:7 დავმარცხდით.

მათი მორიგი, მეოთხე დაპირისპირება დღეს, 20:30 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ