საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიაში ვერაფერს გახდა

0
2

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროშესარჩევის მორიგ შეხვედრაში იტალიას ესტუმრა და 0:6 განადგურდა.

ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში მე-10 წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა. იტალიელებმა 24-ე წუთზე მორიგი სტანდარტი შეასრულეს და ჩვენი დაცვის უხეში შეცდომის შედეგად სხვაობა ორამდე გაიზარდა.

ქართველი ფეხბურთელები დაცვაში მიუტევებელ შეცდომებს უშვებდნენ, რასაც 5-წუთიან ინტერვალში მასპინძელთა ორი გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი კომპენსირებულ პირველ წუთზე დაფიქსირდა. დანიელა საბატინომ დუბლი გაიფორმა – 5:0.

მეორე ტაიმში იტალიელებმა მხოლოდ 1 ბურთი იკმარეს. შეხვედრის 52-ე წუთზე მარტინა როსუჩიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 6:0. გოლის შემდეგ მასპინძლებს უამრავი მომენტი შეექმნათ, მაგრამ მათი დარტყმული მიზანს ცდებოდა.

იტალიელებისთვის ჯგუფში ეს მეოთხე მოგებაა და პირველობისთვის ბრძლას აგრძელებენ. საქართველოს ნაკრებს კი ჯერ ქულა არ აუღია და ბოლო ადგილზეა. ჩვენი მორიგი მეტოქე დანიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც იტალიელთა უშუალო კონკურენტია. დანიაში გასამართი შეხვედრა 12 ნოემბერს, 21:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ