საქართველო-რუსეთი უმაყურებლოდ ჩატარდება

0
8

კორონავირუსის შემოტევა ქართულ სპორტზე  გრძელდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდისთვის  ყველაზე პრინციპული მატჩი  რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დახურული კარის მიღმა (უმაყურებლოდ)  გაიმართება.

“ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ  მაფლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის!

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ