საქართველო ფინალისთვის ემზადება

0
9

ნიონში გამართულ ღონისძიებაზე გაირკვა, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება.

საგულისხმოა რომ, ამისათვის “ჯვაროსნები“ ფინალში უნდა გავიდნენ, რომელიც 31 მარტსაა ჩანიშნული.

ვლადიმირ ვაისის შეგირდები ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდს ხვდებიან. შეხვედრა 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალური წყვილი ასე გამოიყურება: ჩრ. მაკედონია და კოსოვო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ