სექტემბრის ბაშომდე | კრიზისში მყოფი ქართველები

0
14

8 სექტემბერს წლის მორიგი სუპერ ტურნირი, აკი ბაშო დაიწყება, რომელზეც, რა თქმა უნდა, ქართველი რიკიშებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სუმოს მამებმა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებულ რეიტინგში გაგამარუ საგრძნობლად დაქვეითდა. წინა ბაშოზე ის ჯურიოს მეორე ნომერი იყო მაკუუჩიში დასაბრუნებლად იბრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. მთელი ბრძოლები, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ჩაატარა  და ბაშო 2 მოგებითა და 13 მარცხით დაასრულა. შესაბამისად, ქართველი გოლიათი აკი ბაშოზე ჯურიოს მეათე ნომრად იქნება განთესილი.

რაც შეეხება ტოჩინოშინს. წინა ბაშოს დაწყებამდე, მანაც სერიოზული ტრავმა მიიღო და ეტყობოდა, დოჰიოზე მყარად ვერ იდგა. 5-დან 5 ბრძოლის წაგების შემდეგ, მან კიუჯო გამოაცხადა და ბაშოს ჩაეხსნა, რის გამოც, მაკე-კოში დაუფიქსირდა და მოახლოებულ ბაშოზე ისევ ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა. ამისთვის ტოჩის მინიმუმ, რვა მოგება მართებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ