სიტის სასჯელი კიდევ უფრო გაიზრდება?!

0
12

როგორც მოგეხსენებათ, უეფამ გუშინ მანჩესტერ სიტი მკაცრად დასაჯა. მანჩესტერელები 2 წლით ევროპული ტურნირებიდან მოკვეთეს და, ამავდროულად, 25 მილიონი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს ფინანსური ფეირ პლეის უხეშად დარღვევის გამო.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ამჯერად პრემიერლიგა გეგმავს მოქმედი ჩემპიონის დასჯას.

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგას იგივე ფინანსური აღრიცხვა მიაწოდა, რაც უეფას, შესაბამისად, დარღვევები ქალაქელებს FA-სთანაც ექნებათ.

მოსალოდნელია, რომ მანჩესტერ სიტის წლევანდელ გათამაშებაში ქულებს დააკლებენ, თუ რამდენს, ეს ჯერ უცნობია.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ