სკანდალური საქმე: გაყიდული თამაშების მონაწილე ალაპარაკდა!

0
461
თბილისის ვიტ ჯორჯიას ყოფილი მეკარე ჯონი შეროზია, სკანდალული ამბების შემდეგ, 90wuti.ge-სთან ალაპარაკდა.
შეგახსენებთ,19 მაისს ბათუმის დინამომ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე სუს-ის თანამშრომლები გამოჩდნენ, რომლებმაც ვიტ ჯორჯიას ხუთი ფეხბურთელი: ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, პაატა ღუდუშაური და ნოდარ კიკნაველიძე დააკავა.
როგორც შემდეგ გაირკვა, მათ მატჩების გარიგებაში და მატჩის შედეგზე წინასწარ მანიპულირებაში ადანაშაულებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ფეხბურთელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ერთადერთი ვინც ბრალს არ აღიარებს ვიტ ჯორჯიას ყოფილი მეკარე ჯონი შეროზიაა. მან დუმილი პირველად ჩვენთან დაარღვია.
ახლაც, ძალიან მიჭირს საუბარი. კიდევ ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. სასამართლოს და ფედერაციის გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოტანილი მოულოდნელი იყო, რადგან ჩემი ბრალეულება ამ სასჯელს არ იმსახურებდა. არ დავიწყებ მტკიცებას სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს არაავთენტურობაზე. ნამდვილად ვიყავით იმ ბინაში და რეალურად გვქონდა საუბარი, მაგრამ აწ ყურადღება გასამახვილებელია, თუ როგორ მოხდა კადრების დალაგება. თანხის გადაცემა, რომელიც საერთოდ არ იყო ჩვენი მონაწილეობით.
სავსებით მესმის იმ ადამიანების,რომლებიც ტალახს ისვრიან ჩვენი მისამართით, მაგრამ ამაზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ, რომ თანხა, რომელზეც არის საუბარი ჩვენ არ აგვიღია. არანაირი ვიდეო, აუდიო და სხვა სახის მტკიცებულება არ არსებობს, რომ მე თანხასთან რაიმე შეხება მქონდა. ამიტომ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი. რაც ყველაზე მთავარია ,ვიტჯორჯიას პრეზიდენტმა ბატონმა გურამ რუხაძე, რომელიც ხელფასს არ გვაძლევდა და პირადად ჩემი ვალი აქვს 7000 ლარი, ბიჭები 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა და ფედერაციის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდა ჩვენ დაგვავალა. მინდა მივმართო ბატონ გურამს: არ გრცხვენიათ? გუნდი გადმოვიყვანეთ უმაღლეს ლიგაში და ეს კაცი (გურამ რუხაძე) საკუთარ ნაშრომს არ გვაძლევს და პირიქით, ასეთ მძიმე სიტუაციაში გვაჯარიმებს. ამაზე დიდი უნამუსობა არ არსებობს. მიზეზი რის  გამოც მე ამბავში ჩავერიე იყო მუქარა ჩვენი მეგობრის მისამართით.
ერთი თვიე ძალიან დიდი მორალური ზეწოლა მიდიოდა ჩვენზე. ქვეყნიდან წასვლაზეც ვფიქრობდი. ეს ადამიანი ვინც ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა სუს-ის თანამშრომელი ყოფილა, ჩვენ კი კრიმინალური ავტორიტეტი ისე გაგვეცნო“.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ