სპარტაკმა ანანიძე შეკრებაზე არ წაიყვანა

0
14

მოსკოვის სპარტაკი სეზონისთვის მზადებას იწყებს, რუსული გუნდი შეკრებაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა. განაცხადში ვერ მოხვდა ჯანო ანანიძე, რომელიც როგორც ჩანს მართლაც ტოვებს სპარტაკს.

უკანასკნელ პერიოდში ხშირად საუბრობდნენ მის შესაძლო ტრანსფერზე, შეკრებაზე არ წაყვანა კი საბოლოოდ ადასტურებს ამ ფაქტს. ქართველი მოთამაშით რამდენიმე თურქული კლუბი ინტერესდება, ყველაზე აქტიურად მის დამატებას დენიზლისპორი ცდილობს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ