სპორტი და Covid 19

1
3

კორონავირუსმა სპორტსაც და სპორტსმენებსაც შემოუტია.  გადაიდო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩები. დროებით შეწყდა იტალიის, ესპანეთის, ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატები. შეწყდა 6 ერი და რაგბი ევროპას ეგიდით ჩასატარებელი ყველა საერთაშორისო ტურნირი. გადაიდო ძიუდოს  ყველა ტურნირი, მათ შორის მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატი. ივნისამდე გადაიდო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი. აპრილამდე გადაიდო 22-29 მარტს როტერდამში გასამართი ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში.

გაურკვეველი ვადით გადაიდო უეფას ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი. 17 მარტს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი შეწყდება თუ არა ევროპაში საფეხბურთო სეზონი. ასევე, საუბარია ევროპის ჩემპიონატის მომავალი წლისთვის გადადებაზე.

რამდენიმე წუთის წინ კი, ცნობილი გახდა რომ კორონავირუსი ტურინის იუვენტუსისა და არგენტინის ნაკრების ლიდერს პაოლო დიბალას დაუდგინდა. იმავე ვირუსი დაუდგინდა იუვენტუსის კიდევ ერთ ფეხბურთელს-დანიელე რუგანის.

1 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ