სუმოს ისტორიიდან. ვინ მოიპოვა სუმოში პირველი გამარჯვება?

0
23

დღეს, იაპონიაში სუმოს მორიგმა და წლის ბოლო სუპერ ტურნირმა, კიუშუ ბაშო, აიღო სტარტი. დღეიდან 15 დღის განმავლობაში ჩვენ შემოგთავაზებთ საინტერესო ისტორიებს სუმოს შესახებ. მოდით დავიწყოთ ამ ლამაზი სპორტის სახეობის წარმოქმნის ისტორიით.

სუმოს შესახებ პირველ ინფორმაციას ჯერ კიდევ მე-8 საუკუნის იაპონური წყარო, 712 წლით დათარიღებული კოჯიკი გვაწვდის. გადმოცემის მიხედვით, 2500 წლის წინ  იაპონიის დამაარსებელი ღმერთები ტაკემიძაკუჩი და ტაკემინაკატა შეება ერთმანეთს  თუ ვის ეკუთვნოდა იაპონია. პირველი გამარჯვება სუმოში  ტაკემიძაკუჩიმ მოიპოვა სწორედ, მის შთამომავლებათ ითვლებიან იაპონიის საიმპერატორო კარის წარმომადგენლები.

სუმოს ტურნირები რეგულარულად იმართებოდა საიმპერატორო კარზე  და  ამიტომაც ეწოდება სუმოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს იმპერატორის თასი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ