ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრანპრის გამარჯვებულია

0
55

დღეს ქართული სპორტის ქომაგებს მშვენიერი დღე გაგვითენდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე სტილში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) გაგვახარა. გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანპრიზე ქართველმა უდიდესი სენსაცია მოახდინა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატომ აღნიშნულ ტურნირზე ისეთი მრისხანე მეტოქე დაამარცხა, როგორიც იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტაკანორი ნაგასეა.

ფინალურ დაპირისპირებაში კი მისი მეტოქე რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხამულრზაევი იყო, რომელსაც  ტაქტიკურად ბრწყინვალედ ეჭიდავა, ვაზარის უპირატესობით დაამარცხა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს დიუსელდორფის გრანრპრიზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ