ტეომ მილანი დაღუპა. რონალდუმ კი „სან სიროზეც” გაიტანა

0
75
, ITALY - JANUARY 19: Theo Hernandez of AC Milan celebrates 2-1 during the Italian Serie A match between AC Milan v Udinese on January 19, 2020 (Photo by Mattia Ozbot/Soccrates/Getty Images)

იტალიის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ლეგენდარულ „სან სიროზე” მილანმა  პრინციპულ მეტოქეს ტურინის იუვენტუს უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან.

მიუხედავად დიდი მოლოდინისა, მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და  არც მანდამაინც სახიფათო მომენტების სიუხვით გამოირჩა.

მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა „როსონერის” ფეხბურთელების შეტევები გაცილებით სახიფათო იყო.

პირველი  მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ანტე რებიჩს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ჯანლუიჯი ბუფონმა მოიგერია. მალე ტეო ერნანდესის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ცდილობდა ქუსლით გატანას, მაგრამ „იბრაკა-დაბრას” მიზანმა უმტყუნა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი  კანაბრიას ჰქონდა. იგი საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა იუვენტუსის კარის მიმართულებით, მაგრამ უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონია მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. ჯიჯიმ რამდენიმე ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ რებიჩის თავურს ვერაფერი მოუხერხა. სამი კასტილეხოს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ზლატანი ვერ შეწვდა, მაგრამ ანტე რებიჩმა მოზომილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა  ბუფონს.

მილანი თამაშს აკონტროლებდა და თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ ტეო ერნანდესმა პაოლო დიბალასთან უხეშობისთვის მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნიდან გააძევეს. სწორედ, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ამ შეხვედრაში.

ბოლო წუთებში იუვენტუსი უფრო გააქტიურდა და   პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა. 11-მეტრიანი  კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად შეასრულა და 2020 წელს მან ყველა გუნდს გაუტანა ვისაც ეთამაშა.

გეტყვით იმსაც, რომ განმეორებით მატჩში მილანს   დისკვალიფიკაციის გამო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტეო ერნანდესი, სამი კასტილეხო გამოტოვებს.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ