ტიმი ნახევარფინალშია

0
7

დომინიკ ტიმი შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალშია. მან ერთმანეთის მიყოლებით როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმა. ავსტრიელმა სერბს სამ სეტში მოუგო და შეხვედრა თითქმის 3 საათი გაგრძელდა.

ამ მოცემულობით ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობას ჯოკოვიჩის და ფედერერის მატჩი გაარკვევს, რომელთა შეხვედრასაც ტრადიციულად დიდი ინტერესი აქვს და ლონდონში მართლაც დიდი სანახაობა გველის.

როჯერ ფედერერმა მეორე ტურში მატეო ბერეტინის მოუგო და იტალიელს ჯგუფიდან გასვლის ყოველგვარი შანსი დაუკარგა.

როჯერ ფედერერი – მატეო ბერეტინი 7-6, 6-3

დომინიკ ტიმი – ნოვაკ ჯოკოვიჩი 6-7, 6-3, 7-6

დღეს შემდეგი შეხვედრები გაიმართება

18:00 ნადალი – მედვედევი

00:00 ციციპასი – ზვერევი

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ