ტორპედოს მატჩებზე დასწრება ფასიანი გახდა

0
120

ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ქუთაისის ტორპედოს მატჩებზე დასწრება ფასიანი გახდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუკგვერდი ავრცელებს.

გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ელიგის პირველ და მეორე ტურში (პირველ მარტს გორის დილასთან, ხოლო 11 მარტს ჩიხურასთან) დასწრება კვლავ უფასო იქნება.

ბილეთების ფასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ხელმძღვანელობა მოგვიანებით გაასაჯაროვებს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ