ტორპედოს წარუმატებელი სერია გაგრძელდება! მე-3 ტურის ყველა მატჩის პროგნოზი

0
785

Crystalbet ეროვნული ლიგა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ჩემპიონატს უკვე ჰყავს გამოკვეთილი ფავორიტი თბილისის ლოკომოტივის სახით, რკინიგზელებმა ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი, 6 მოიპოვეს.

მე-2 ტური კვირას დასრულდა, ოთხშაბათს კი უკვე მე-3 ტურია, ვინაიდან ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, ტურებს შორის ასეთი მოკლე ინტერვალი  არა დაღლილობას, არამედ გუნდების ფორმაში შესვლას შეუწყობს ხელს.

ოთხშაბათს ორი მატჩია :

ტორპედო – ჩიხურა 18:00
ლოკომოტივი – მერანი 20:00

ხუთშაბათს სამი :

საბურთალო – დინამო თბ 15:00
დილა – სამტრედია 18:00
დინამო ბთ – თელავი 20:00

ტორპედო – ჩიხურა

ტური აუთსაიდერების, ტორპედოსა და ჩიხურას მატჩით გაიხსნება.
ტორპედოს პირველი იმერული დერბი, შაბათს გამართული შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა, როინისპირელებმა სამტრედიასთან გასვილითი მატჩი 0-1 დათმეს.

ჩიხურას დებიუტიც წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდს ორიდან ორი წაგება აქვს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჩიხურას გაცილებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ვიდრე ტორპედოს.

ამ შეხვედრაში ორივე გუნდის მიზანი გამარჯვებაა, თუმცა გუნდების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე უხვგოლიანის ნაცვლად ქაოუტი, დაულაგებელი და უხეში თამაშია მოსალოდნელი.
ტორპედოს ჯერ-ჯერობით Crystalbet ეროვნულ ლიგაში გოლი არ აქვს გატანილი და გოლების პირადი ანგარიშის გახსნას როინისპირელები გაორმაგებული ძალით შეეცდებიან.

საბოლოოდ

ობიექტური შანსები

ტორპედო 1 – 35%
ფრე – 25%
ჩიხურას 2 – 40%

90wuti.ge-ს ვერსიით 

ტორპედო საკუთარ მოედანზე თამაშობს და ჩიხურასთან შედარებით მეტი მოეთხოვება, ისინი შეეცდებიან პირველ ნომრად თამაშს, თუმცა ჩიხურას კონტრშეტევების შანსი აუცილებლად ექნება.
ჩვენი აზრით მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდება.

ლოკომოტივი – მერანი 

რკინიგზელების დებიუტი საკმაოდ კარგია, მათი თამაშის ხარისხში საერთოდ არ ჩანს ის, რომ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, გუნდი საკმაოდ შეთამაშებული ჩანს და წესით მატ თურიდან ტურამდე მხოლოდ წინსვლა მართებთ.

თბილისის მერანის დებიუტი საკმაოდ საინტერესოა, 2 ტურში გუნდს 2 ქულა აქვს, არც ერთი გატანილი და გაშვებული გოლით.

მერანმა საწყის ორ ტურში, ჩემპიონატის ორ ფავორიტს, ბათუმის დინამოსა და საბურთალოს დააკარგვინა ქულები, ისინი შეეცდებიან, რომ ლოკომოტივთან მატჩიც იმავე სცენარით წაიყვანონ, როგორც დინამოსა და საბურთალოსთან.

ლოკომოტივი ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, მერანი კი პირიქით, ყველაზე ხნიერი, სავარაუდოა რომ მატჩის მეორე ნახევარში მერანს ფიზიკური დაღლა შეეტყობა და ლოკომოტივის სისწრაფეებს ვერ აუწყობს ფეხს.

საბოლოოდ

ობიექტური შანსები 

ლოკომოტივი 1 – 70%
ფრე – 15%
მერანი 2 – 15%

90wuti.ge-ს ვერსიით 

ჩვენი საბოლოო ვერდიქტი მერანისთვის საკმაოდ მკაცრია, განვლილი ორი ტურის შედეგად შექმნილი ფონიდან გამომდინარე, გვგონია, რომ ლოკომოტივი ამ შეხვედრას დამაჯერებლად 3-0 მოიგებს.

საბურთალო – დინამო თბ 

მე-2 ტურში ვერც ერთმა თბილისურმა გრანდმა ვერ მოიპოვა გამარჯვება,  საბურთალო მერანთან ჭიდილის შემდეგ დასჯერდა ქულას, დინამოების დაპირისპირება კი მატჩის სურათიდან გამომდინარე ობიექტური ანგარიშით, 1-1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ დინამომ ს საგრძნობლად გამოასწორა თამაში, მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ბათუმის დინამოსთან საკმაოდ კარგი იყო, ჩხეტიანის გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში, საბურთალომ კი თბილისის მერანთან შეხვედრაში ისიც ვერ მოახერხა, რომ პირველ ნომრად და გამოკვეთილ ფავორიტად ეთამაშა.

სუპერ თასზე წაგებული მატჩის შემდეგ დინამოს რევანში აქვს ასაღები, ამასთანავე გუნდს ჯერ მოგება არ აქვს და ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის 3 მატჩიანი მოუგებელი სერია საკმაოდ დიდია.

მომენტები ორივე კართან შეიქმნება, სავარაუდოა, რომ სანახაობრივი კუთხე აიწევს წინ და უხეშობას დაფარავს.

საბოლოოდ

ობიექტური შანსები 

საბურთალო 1 – 35%
ფრე 30%
დინამო 2 – 35% 

90wuti.ge-ს ვერსიით 

დინამო თბილისი და კახა ჩხეტიანი 2020 წლის სეზონში პირველ ოფიციალურ გამარჯვებას მოიპოვებენ, ანგარიში კი 1-2 დაფიქსირდება.

დილა – სამტრედია 

შიდაქართლელებიბის საწყის ორ ტურში მოპოვებული 4 ქულა საკმაოდ დიდი წარმატებაა, თუ მათ მწირე რესურსს გავითვალისწინებთ.

სამტრედია ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება, მათ იმერულ დერბიში მოახერხეს ტორპედოს დამარცხება.

არც ერთი გუნდი გამოირჩება სანახაობრივი ფეხბურთით, თუმცა განსხვავება ისაა, რომ დილას ასეთი სათამაშო სტილი აქვს არჩეული, სამტრედიელთა ბანაკში კი ჯერ-ჯერობით შეუთამაშებლობა იგრძნობა.

გორს ფეხბურთი მოენატრა, დილა კი პირველი საშინაო მატჩისთვის ემზადება, სავარაუდოა, რომ შიდაქართლელები ამ შეხვედრაში უპირატესობას მოიპოვებენ და მეტოქეზე უკეთესს თამაშს აჩვენებენ.

საბოლოოდ

ობიექტური შანსები 


დილა 1 – 40%
ფრე 40%
სამტრედია 2 – 20% 

90wuti.ge-ს ვერსიით 

გორის დილა შეხვედრას მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგებს.

დინამო ბთ – თელავი 

შავიზღვისპირელებისგან ყველას უდიდესი მოლოდინი აქვს, გუნდის შემადგენლობა ყველასგან გამორჩეულია და გუნდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმელები ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მოიაზრებიან.

თელაველები კვლავ არ მარცხდებიან, თუმცა მე-2 ტურში 10 კაციან გორის დილასთან გამარჯვება მატჩის 89 წუთზე გაუშვეს ხელიდან.

თელაველთა სტარტი ნორმალური გამოდგა, ბათუმის დინამოს კი საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვება მართებს.

რა თქმა უნდა ბათუმელები პირველ ნომრად ითამაშებენ  და შეეცდებიან, რომ მერანთან გამართულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები მთლიანად აღმოფხვრან, საშინაო კედლებში ზედიზედ მეორე ვერმოგებული მატჩი საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ბათუმელთა რეპუტაციაზე.

საბოლოოდ

ობიექტური შანსები 

დინამო ბთ 1 – 70%
ფრე 20%
თელავი 2 – 10% 

90wuti.ge-ს ვერსიით

ამ შეხვედრას ბათუმის დინამო დამაჯერებლად, თუმცა მოკრძალებულად, 2-0  მოიგებს.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ