ტორუპი – ჩაკვეტაძე თითქოს ახალი მოთამაშეა

0
47

ოლივაში გატარებული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, გენტი ბელგიაში დაბრუნდა. VoetbalNiews-თან საუბრისას, გენტის მწვრთნელმა იეს ტორუპმა წარადგინა 2 ახალი მოთამაშე, ერთი სულაიმან მაჰერი იყო, რომელიც კლუბმა ახლახანს შეიძინა, მეორე კი მოულოდნელად გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა. ტორუპმა ამით ხაზი გაუსვა ჩაკვეტაძის ახალ ტაქტიკაში სხვა როლის ქონას, რამაც ის ფაქტობრივად ახალ ფეხბურთელად აქცია.

ინგოლშტანდის წინააღმდეგ გენტმა ჯერ 4-4-2 ტაქტიკით ითამაშა, შემდეგ კი 4-3-3-ით, რაზეც ტორუპმა განაცხადა, რომ ყოველთვის უნდა გქონდეს გეგმა B.

“-პირველი ტაქტიკა ჩვენი ძირითადი ტაქტიკაა, თუმცა ყოველთვის უნდა გქონდეს გეგმა B. ჩვენ გვყავს მოთამაშეები ამ ტაქტიკისთვის. ეს ტაქტიკა წარმატებულია ჩვენთვის, ამიტომაც ამას 90-95% შემთხვევებში გამოვიყენებთ. მოედანზე დავიდის და ჩაკვეტაძის ყოფნის დრო, 4-4-2 ტაქტიკით თამაშს გავაგრძელებთ.”

ამის შემდეგ კი ტორუპი კონკრეტულად გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობდა.

“-ჩაკვეტაძე არ არის საუკეთესო ფორმაში, თუმცა თავის ტალანტს კვლავ გვიჩვენებს. ის ამას რამდენიმე კვირის წინ ვერ ახერხებდა. წელიწადნახევრის განმავლობაში გიორგი ჩვენი ოქროს ბიჭუნა იყო, თუმცა შემდეგ დიდი ხნით ის ტრავმირებული იყო. მისი დაბრუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ახალი მოთამაშის მოყვანაა.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ