ტოტენჰემი – ლაიფციგი | პროგნოზი და სავარაუდო შემადგენლობები

0
10

ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი უკვე ვიხილეთ. ორივე საკმაოდ საინტერესო და ცოტა მოულოდნელი გამოდგა.

ვანდა მეტრაპოლიტანოზე ატელტიკომ ლივერპულს უმასპინძლა და მატჩის სტარტზე საულ ნიგესის ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა მეტოქე.

მეორე მატჩი სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა. ბორუსიამ პსჟ ანგარიშით 2-1 დაამარცხა, დორტმუნდელთა მხრიდან ახალგაზრდა ერლინგ ჰოლანდმა გაიბრწყინა და ორჯერ მოახერხა კეილორ ნავასის კარის აღება, პარიზელთა მხრიდან კი ერთადერთი გატანილი გოლი ნეიმარის ანგარიშზეა.

 

ტოტენჰემი – ლაიფციგი

ტოტენჰემი

ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი წყვილი, რომელთა შანსებიც 50-50-ზე ნაწილდება, სწორედ ეს ტოტენჰემი და ლაიფციგია.

ტოტენჰემს მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო ეტყობა პორტუგალიელი თავკაცის, ჟოზე მოურინიოს ხელწერა. ჩრდილო ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან და რამდენიმემატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემს სეზონის ბოლომდე არ ეყოლება გუნდის უპირობო ლიდერი, ჰარი კეინი. ორიოდე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჰარი კეინთან ერთად, დიდი ალბათობით,  სეზონის ბოლომდე სონიც იუქმებს, რადგან ასტონ ვილასთან გასვლით შეხვედრაში მხარი დაიზიანა.

ლაიფციგი 

32 წლის ჟულიან ნაგელსმანის შეგირდები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ. ლაიფციგი ბაიერნს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და საჩემპიონო ბრძოლაში ფეხდაფეხ მიყვება. მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგაში პირველ ადგილს იკავებს 46 ქულით, ხოლო ლაიფციგი მეორე ადგილზეა 45 ქულით.

გამორჩეულად კარგი სეზონი აქვს გუნდის ახალგაზრდა გერმანელ ფორვარდ ტიმო ვერნერს, რომლის ანგარიშზეც 20 გატანილი ბურთია მიმდინარე ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე კი ვერნერის აქტივში 3 გატანილი გოლია.

ტოტენჰემს დღეს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან : მუსა სისოკო, ჰარი კეინი, ხუან ფოიტი და სონი.

ლაიფციგი დღევანდელ შეხვედრას, პრაქტიკულად, დანაკარგის გარეშე ხვდება.

ორივე გუნდის სათამაშო სტილს თუ გავითვალისწინებთ, ბურთზე კონტროლს, სავარაუდოდ, გერმანელები დააწესებენ და პირველ ნომრად თამაშსაც შეეცდებიან, ჟოზეს გუნდი კი, ტრადიციულად, კონტრშეტევებზე გააკეთებს აქცენტს.

ორივე გუნდს გაცილებით კარგი შეტევა ჰყავს, ვიდრე დაცვა, შესაბამისად, დიდი შანსია იმისა, რომ მატჩში შედეგიანი ფრე დაფიქსირდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი : ლორისი, ტობი, სანჩესი, ორიე, დეივისი, ვინკსი, დაიერი, ალი, ბერგვაინი, ლუკასი, ლამელა. 

ლაიპციგი : გულაში, კლოსტერმანი, ჰალსტენბერგი, უპამეკანო, მუკიელე, საბითსერი, ლაიმერი, ანხელინო, ოლმო, ვერნერი, შჩიკი. 

 

ამ მატჩის პარალელურად კიდევ ერთი შეხვედრა შედგება – ატალანტა სან სიროზე ვალენსიას დაუპირისპირდება.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ