ტოჩინოშინის ჰენკა და მეხუთე გამარჯვება

0
42

ამჯერად, ჰენკა (საწყის დაჯახებაზე თავის არიდება) ტოჩინოშინმაც გამოიყენა და მიმდინარე ბაშოზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ფაქტია, ქართველ გოლიათს ტრავმა ძალიან აწუხებს და მარტის ჰარუ ბაშოზე რთულ მდგომარეობაში ასპარეზობს, თორემ ტოჩინოშინის სტილისთვის ჰენკა არ არის დამახასიათებელი.

ჰარუ ბაშოს მეთერთმეტე დღეს მისი მეტოქე მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იყო, რომელთანაც აქამდე ბალანსი 4:0 ჰქონდა და მეხუთეჯერაც შეძლო მისი დამარცხება.

ლევანი საწყის დაჯახებაზე გვერდულად წავიდა და საბოლოოდ ჰატაკიკო,ის კიმარიტეთი დაამარცხა მეტოქე.

ამრიგად, ქართველს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 5:6 გაუხდა. ხვალ მისი მეტოქე მეთხუთმეტე მაეგაშირა ჩიომარუ იქნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ