ტოჩინოშინი შოჰოძანთან დამარცხდა

0
23

ჰაცუ ბაშოს შონიჩიზე (ბაშოს პირველი დღე) ქართველი სეკიტორი (მებრძოლთა ელიტური ფენა) ექსოძეკი ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მეექვსე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს მეშვიდე მაეგაშირა შოჰოძანს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 14:6 ჰქონდა და მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი იგემა.

მოგეხსენებათ  ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინმა ნეკნი გაიტეხა, რის გამოც ბაშოს ჩაეხსნა და სეკივაკეს წოდებასთან ერთად, სანიაკუშიც (მაღალი რანგის მებრძოლთა ერთობლიობა) დაკარგა ადგილი და ორ წლის შემდეგ ისევ ჰირამაკუში( რიგით მაეგაშირათა ერთობლიობა) დაბრუნდა.  დღევანდელ ბრძოლაშიც გამოჩნდა, რომ ლევანი არაა ოპტიმალურ ფორმაში. ერთი კვირაა არცა გასული რაც მან ვარჯიში განაახლა. ეს ყოველივე ლევანს დღევანდელ ბრძოლაშიც დაეტყო. მას არ ჰქონდა თავისი ჩვეული აგრესიული ტაჩიაი (საწყისი დაჯახება) და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ