ტოჩინოშინმა შოჰოძანს მაკე-კოში გაუფორმა (VIDEO)

0
8

ტოჩინოშინი ხასიათზე ვიდა და ჩვენც მოგვიყვანა. მარტის ჰარუ ბაშოს მეათე დღეს ქართველი გოლიათი მერვე მაეგაშირა შოჰოძანს დაუპირისპირდა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ბრძოლა ლევანისთვის არცთუ სასურველ სცენარში წარიმართა. ქართველმა ვერ შეძლო მეტოქისთვის მავაშის აღება, მაგრამ ოშიძუმოში აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ ოშიდაშის კიმარიტეთი მოიპოვა კიდეც გამარჯვება.

ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 4:6 გაუხდა. ხვალ ჩვენებურის მეტოქე  მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ