ტოჩი დოჰიოდან მოისროლეს!

0
53

ტოჩინოშინის დიდი სუმო ნელ-ნელა სრულდება. სრულდება ტოჩინოშინის ერაც და გაგამარუსიც.   ფაქტია, ქართველი  ექს-ოძეკი აღარაა მოწოდების სიმაღლეზე. მას კვლავ ძალიან აწუხებს ტრავმა და უჭირს დოჰიოზე მყარად დადგომა.

ჰარუ ბაშოს მეექვსე დღეს ტოჩინოშინი მეთორმეტე მაეგაშირა იშიურად დაუპირისპირდა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. მეტოქემ ჰენკა(საწყის დაჯახებაზე თავის არიდება) გამოიყენა, რითაც ქართველს წონასწორობა დააკარგვინდა და დოჰიოდან მოისროლა.

ამ მარცხით ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 1:5 გაუხდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ