უდისციპლინო ფიჯელები

0
9
  1. ფიჯელებისთვის არა მარტო სათამაშო არამედ,ზოგადად სპორტული დისციპლინაც სერიოზული პრობლემა ყოფილა.

რა ხანია ფიჯისთვის მსოფლიო თასი დასრულდა და რასინგის ფიჯელი ვარსკვლავი ლეონე ნაკარავა კლუბში ჯერაც არ დაბრუნებულა. ამას ისიც ემატება, რომ ნაკარავა კლუბის ხელმძღვანელობის ზარებს უკვე კვირებია არ პასუხობს, როგორც ცნობილია ის თავის ოჯახთან ერთად ფიჯიში იმყოფება და ისვენებს, ამის გამო, რასინგის ხელმძღვანელობა ძალიან გაბრაზებულია და ფიჯელ მეორე ხაზელთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. რასინგი ამჟამად ტოპ 14-ში მე-13 ადგილზეა და მძიმე სიტუაციაშია.

ტონგელი ბურჯი ბენ ტამეიფუნა კი მსოფლიო თასიდან 160 კილოზე მეტი დაბრუნდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის განრისხება გამოიწვია. ტამეიფუნას პირობა წაუყენეს, რომლის მიხედვითაც სანამ 140 კილოზე არ ჩამოვა მას არ ათამაშებენ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ