უმცროსი ბორჯღალოსნების ღირსეული თამაში სამხრეთ აფრიკასთან

0
0

საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა   დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკელი თანატოლების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 21:28 დამარცხდა.

ქართველმა მორაგბეება საერთოდ პირველი ტაიმის მოგებაც მოახერხეს. პირველ ნახევარში „ბორჯღალოსნებმა” ორი ულამაზესი ლელოს დადება მოახერხეს, რომელზეც ნებისმიერი ტოპ კლასის გუნდი მოაწერდა ხელს. ლელოებით თავი საბა კურატაშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში აფრიკელებმა ორჯერ დაგვალელოვეს და ორივე ლელო გარდასახეს. ქართველებმა კი, საკუთარ მონაგარს მხოლოდ ერთი ჯარიმა შემატეს.

საბოლოოდ, 21:28 სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ.

ფოტო-თამუნა ყულუმბეგაშვილი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ