ფეხბურთის ზეიმი მესტალიაზე

0
3

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში ვალენსიამ ლონდონის ჩელსის უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2:2 დასჯერდა. მატჩი საკმაოდ კარგად და სანახაობრივად  წარიმართა. ლონდონელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ მომენტები მათ კართან იქმნებოდა. ვალენსიას რიგებში მათი გუნდის კაპიტანი დანი პარეხო უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც იდეალურ პასებს აკეთებდა და „ღამურებს” მეტად რომ გამართლებოდათ გოლიც გავიდოდა. პარეხო, როდრიგოს კომბინაციის შემდეგ, მაქსი გომესი შერბოდა საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ცარიელი კარის წინ მდგომმა ურუგვაელმა ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. ცოტა ხანში კი, სოლარის დატყმა კეპა არიზაბალაგამ მოიგერია.

ამის შემდეგ, ლონდონელთა ჯერიც დადგა. ფრენკ ლამპარდის ფეხბურთელების სწრაფი შეტევისა და  პასის შემდეგ, თავისუფლად დატოვებულმა ნგოლ კანტემ ზუსტად ვერ დაარტყა. აბრაჰამის დარტყმა კი, იასპერ სილესენმა საოვარ ნახტომში მოიგერია. ვალენსიამ მაინც გაიტანა.როდრიგოს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი. სოლერი საჯარიმოში შეფრინდა და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა მეკარეს.

ვალენსიელებს გოლის აღნიშვნა  ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც მატეო კოვაჩიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარი ჩელსის უპირატესობით დაიწყო და პულიშიჩმა „არისტოკრატები” წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, ვალენსია მაინც წინ წავიდა  და დანი პარეხოს გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ესპანელთა კაპიტანს პენალტი მეკარემ აუღო. „ღამურებმა” მაინც გაიტანეს. ვასის ფლანგიდან კარში ჩავხეული ბურთი და არიზაბალაგამ მხოლოდ თვალი გააყოლა ბურთს.

ბოლო წუთებში თამაში კიდევ უფრო გაიხსნა, თან როგორ გაიხსნა. მომენტი-მომენტზე, მაგრამ გოლი არ გავიდა და ეს საოცარი მატჩიც ასე დასრულდა-2:2

დანი პარეხოს პასი, როდრიგო და მაქსი გომესებმა ცარიელ კარში ბურთს ფეხი ვერ დაახვედრეს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ