ქალთა ნაკრების დიდებული ასპარეზობა

0
14

დღეს საქართველოსა და ფინეთის ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებები ერთმანეთს პირველ ჯგუფში გადასასვლელად დაუპირისპირდნენ. ერთეულთა თანრიგით გამართულ პირველ მატჩში ეკატერინე გორგოძე ანასტასია კულიკოვასთან დამარცხდა, თუმცა ჩვენს ნაკრებს შანსი მარიამ ბოლქვაძემ შეუნარჩუნა, რომელმაც ონა ორპანა დაამარცხა.

შედეგად ანგარიში საქართველოსა და ფინეთს შორის 1-1 გახლდათ და გადამწყვეტი წყვილთა მატჩი იყო, სადაც ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას დუეტი ელა ჰავისტოსა და ლაურა ჰიეტარანტას წყვილს შეხვდა.

პირველ სეტში ქართულმა დუეტმა 6-4 გაიმარჯვა. მეორე სეტში კი დიდი ბრძოლის შემდეგ ჩვენებურებმა ფინელებს ისევ აჯობეს 6-3 და საბოლოოდ, საქართველომ 2-1 გაიმარჯვა.

გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა I ჯგუფში გადაინაცვლა და მომავალში უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება, შანსიც ეძლევა, რომ მსოფლიო ჯგუფშიც მოხვდეს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ