ქართველების გარჯა ენისეის არ შველის

0
4

ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე დონის ტურნირის  ჩელენჯ თასი, მეორე ტურის შეხვედრაში კრასნოარსკის ენისეი, რომელშიც რამდენიმე ქართველი მორაგბე გამოდის, დრაგონსს დაუპირისპირდა და 22:49 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარეს ენისეის ქართველმა ლეგიონერებმა:ნიკოლოზ ხატიაშვილა, მიხეილს გაჩეჩიჩალაძემ და დავით მესხმა. ამ უკანასკნელმა დღევანდელ შეხვედრაში ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დავით მესხმა   ჩელენჯ თასის პირველ ტურში ინგლისური ვორიორსიც დაალელოვა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ