ქართველები სტუდენტურ ლიგაში

0
7

გამთენიისას საკალათბურთო სტუდენტური ლიგის სეზონი დაიწყო, სადაც პირველ დღეს საქმეში სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი ვიხილეთ. მათ გარდა ამ ლიგაში კიდევ სამი ქართველია და ესენი არიან: ვილი ისიანი, ლუკა მაზიაშვილი და რევაზ ჩიქოვანი

მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა 105-71 იმარჯვა. სანდროს პირადი მონაგარი კი 26 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

სეტონ ჰოლი 105-71 ვაგნერი

ასევე იმარჯვა ბეჟანიშვილის გუნდმაც, რომელსაც მოსაგებად ოვერტაიმი დასჭირდა. გიორგიმ 11 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა და ჯამში მოედანზე 34 წუთი გაატარა.

ილინოისი 78-70 ნიკოლსის შტატი (ოვერტაიმი: 12-4)

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ