ქართველმა მორაგბემ რუსეთის ნაკრები არჩია

0
28

ქართველმა მორაგბემ არდაშ დარბოევმა, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინვე ეროვნულ ნაკრებში უხმეს. როგორც ცნობილია, ის „დათვების“ რიგებში იასპარეზებს და არაა გამორიცხული, 14 მარტს “ბორჯღალოსნებს“ დაუპირისპირდეს.

21 წლის არდაში პენზის ლოკომოტივის რიგებში ჩაირიცხა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა შესვენებაა სასწრაფოდ სოჭში უხმეს.  საგულისხმოა, რომ ჩვენი ჩრდილოელი „მეზობლები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებისთვის მზადებას გადიან.

შეგახსენებთ, დარბოევი საქართველოს 18 წლამდე ნაკრების წევრიც იყო და არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი ქართული ვოიჟი მარნეულის არმაზში დასრულდა.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ