ღია წერილი: იმედგაცრუების ოთხი წელი

0
153

2016 წლის ოქტომბერში, ერთი შეხედვით, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. გორის დილას არსებობის ისტორიაში, გუნდი პირველად კერძო ინვესტორმა შეიძინა და, წესით, ამის შემდეგ დიდი პროგრესის გზაზე უნდა დამდგარიყო გორული ფეხბურთი.

ებრაელ ინვესტორთა ჯგუფი გუნდში 2016 წლის ბოლოს მოვიდა. მაშინ მართლაც რთული ფინანსური მდგომარეობა იყო და რომ არა მათი მოსვლა, დიდი ალბათობით მეოთხე ლიგაში აღმოვჩნდებოდით. შესაძლოა, ზესტაფონის ბედი გაგვეზიარებინა და გარკვეული პერიოდით არსად გვეასპარეზა. ინვესტორებმა 750 000 ლარი დავალიანება დაფარეს. პირველივე წელს 600 000 ლარი ინვესტიცია განახორციელეს და ყოველ შემდეგ წელს, მინიმუმ, 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს. მაგრამ შეპირებული კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ევროტურნირზე იასპარეზებდა, მეოთხე წელსაც სანატრელი გვაქვს. ასევე, არ დაუფუძნებიათ მაღალი დონის ბავშვთა აკადემია. იქიდან გამომდინარე, რომ დილა ყველა გამორჩეულმა გორელმა ფეხბურთელმა დატოვა, ყველა სახელი შეიძლება ვუწოდოთ, გორის გუნდის გარდა.

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ წლიური 300 000 ლარის ინვესტიციის ვალდებულებაზე. გასაგებია, რომ იმ მომენტისთვის გუნდის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ჩემი აზრით, აქ გარკვეული პასუხისმგებლობა უკვე გორის მერიასა და ქალაქის ხელმძღვანელობაზე მოდის, ვინაიდან ებრაელ ინვესტორებთან მოლაპარაკებას სწორედ ისინი ახორციელებდნენ.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ