ყველა ბილეთი გაყიდულია!

0
118

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეიოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, რის შემდეგაც კოსოვო-ჩრ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და იქაც გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კონტინენტის 24 საუკეთესო გუნდს შორის ითამაშებს.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მატჩზე დასასწრები ყველა ონლაინბილეთი გაყიდულია. „დინამო არენას” სალაროებში ბილეთების ყიდვა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ