ყველა დინამოზე! ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
152
TBILSI, GEORGIA - Thursday, October 5, 2017: A general view of the Boris Paichadze Dinamo Arena ahead of the 2018 FIFA World Cup Qualifying Group D match between Georgia and Wales. (Pic by David Rawcliffe/Propaganda)

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მატჩამდე ერთი თვე რჩება. 26 მარტს საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე” ბელარუსს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ჩრ. მაკედონია-კოსოვოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და იქაც გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინგაყიდვა დაიწყო. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5,10, 15 და 25 ლარია.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ