შაკილ ო’ნილი: კობი, შენ სამოთხის MVP ხარ!

0
22

კობი და ჯიჯი ბრაიანტების საპატივცემულოდ მიძღვნილ მემორიალზე მაიკლ ჯორდანთან ერთად სიტყვით კობის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი, შაკილ ო’ნილიც გამოვიდა.

ხანდახან ჩამოუყალიბებელი, არასრულწლოვანი ბავშვებივით ვკამათობდით და ვჩხუბობდით. თუმცა როცა ყველას ეგონა, რომ ჩვენს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო, ერთმანეთს თვალს ვუკრავდით და ვეუბნებოდით: მოდი, ვიღაცები გავანადგუროთ.

შენ ჩვენგან ძალიან მალე წახვედი და ახალი ცხოვრება დაიწყე. ჩვენ კი ვალდებულები ვართ, შენი მემკვიდრეობა გავაგრძელოთ.

გპირდები, რომ შენს შვილებს შენივე მოძრაობებს ვასწავლი. ასევე გპირდები, რომ მათ ჩემს საჯარიმო სროლის ტექნიკას არ ვანახებ.

ახლა კობი და ჯიჯი ხელიხელ ჩაკიდებულები მიდიან კალათბურთის მოედანზე, სადაც კობი მას მოძრაობებს ასწავლის, ხოლო ჯიჯი მალევე აითვისებს მას. შენ სამოთხის MVP ხარ კობი, მიყვარხარ. მშვიდად განისვენე, მეგობარო!“-განაცხადა შაკიმ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ