შენგელიამ იფრინა და ტურის MVP-ის ჯილდოს მთავარი კანდიდატია

0
5

ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის შესანიშნავად წარიმართა. ბექა ბურჯანაძის 17 და გიორგი შერმადინის 22 ქულის შემდეგ, საოცარი მატჩი თორნიკე შენგელიამაც გამართა.

ჩვენებურის გუნდი ობრადოიროს ესტუმრა და თორნიკეს თაოსნობით შეხვედრა 92:79 მოიგო. ვიტორიელებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

სტუმართა კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კი შეუდარებელი იყო. თოკომ პარკეტზე 34 წუთი დაჰყო, რა დროშიც 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ჩვენებურმა 14-დან 6 საშუალო, ორივე სამიანი და 13-დან 11 საჯარიმო გამოიყენა. მასზე ყველაზე მეტჯერ (7) დაჯარიმდნენ, ხოლო თავად 1 პერსონალური მიიღო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 32-ს უწია და ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია.

ბასკონიელებს 4 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ, რითაც მე-6 პოზიციას იკავებენ. მორიგ ტურში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ფუენლაბრადას მიიღებენ. შეხვედრა 17 ნოემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ