შენგელიამ რეალს მოუგო

0
25

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში  თორნიკე შენგელიას ბასკონია მადრიდის რეალს ესტუმრა და მეტოქე ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 95:94 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 91:91 იყო, თოკომ ჯერ ეფექტური ჩატენვა განახორციელა, შემდეგ კი  ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული დაპირისპირება შეუცვლელად ჩაატარა და 40 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

17 ტურის შემდეგ, ბასკონიას რვა მოგება-9 მარცხი აქვს  და მეცხრე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ