შენგელიას შესანიშნავი მატჩი და ბასკონიას მორიგი გამარჯვება

0
21

გუშინ ევროლიგის მორიგი მატჩები გაიმართა, თორნიკე შენგელიას ბასკონია კი ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდა.

ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, ბასკონიამ შეძლო მეტოქის დამარცხება 8 ქულიანი სხვაობით – 64-72.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა მოთამაშემ შეიტანა, თოკომ 38 წუთში 19 ქულის, 8 მოხსნისა და 3 პასის მოგროვება შეძლო. ის თამაშიდან 53%-ით უტევდა, თუმცა ამავდროულად 4დან 3 სამქულიანის გამოყენება შეძლო.

ბასკონიას ამჟამად 6 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს, ესპანური გუნდი ამ მაჩვენებლით მე-9 ადგილს იკავებს ევროლიგაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ