შენგელია, ბითაძის გარეშე. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

0
61

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. გეტყვით იმასაც, რომ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია ამიტომაც საკვალიფიკაციო ჯგუფში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე აუცილებლად ითამაშებს.

პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 19 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შემდეგ კი, სერბეთს ეწვევა.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოახლოებული მატცებისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.  აღნიშნულ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება მაიკლ დიქსონი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება.

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე. 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ