შერმადინის და დიქსონის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე

0
12

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩები გაიმართა. ესპანური ტენერიფე ჩეხურ ნიმბურკს დაუპირისპირდა და 5 ქულით დამარცხა (84-89).

ტენერიფეს შემადგენლობაში თამაშობს გიორგი შერმადინი, ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს 26 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა, თუმცა ამავდროულად მან 4ჯერ დაკარგა ბურთი.

ნიმბურკის შემადგენლობაში გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, მაიკლ დიქსონი. 26 წუთში მან 21 ქულის (9/14 თამაშიდან, 3/6 სამიანი), 6 პასისა და 4 მოხსნის მოგროვება შეძლო.

ამ დროისთვის ჯგუფ C-ში ტენერიფე პირველ ადგილს იკავებს, ნიმბურკი კი მეორე პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ