შოთა ბაღათურია: ამისთვის 2 წელი ვემზადებოდით

0
121

უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარწ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა და ავტომატურად გაინაღდა ევროპის 12 საუკეთესო გუნდში ადგილი.

მატჩის დასრულების შემდეგ, 90wuti.ge ვეტერან ქართველ წყალბურთელს, შოთა ბაღათურიას დაუკავშირდა და მას მატჩის შეფასება თხოვა.

-უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რევაზ ჩომახიძის სწორედ დაგეგმილი ტაქტიკა უნდა აღვნიშნოთ. კარგად იყო ჩვენი მეტოქე შესწავლილი და ბიჭებიც განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობდნენ. ყველამ ლომის წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და რთულია რომელიმეს გამოყოფა, მაგრამ ბორის ვაპესნკზე ვიტყვი, რომ მისი გამოცდილების მოთამაშე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი შენაძენია.

ამ შედეგამდე ორი წელი მივდიოდით და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ