ჩაკვეტაძემ 23 წუთი ითამაშა, ქვილითაია განაცხადშიც ვერ მოხვდა

0
28

გუშინ, ბელგიის ჩემპიონატის 30-ე ტური გაიმარტა. გენტი კორტრიკს ესტუმრა და გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.

ვერცერთმა ქართველმა მოთამაშემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიწყო. გიორგი ჩაკვეტაძე მატჩში 67-ე წუთზე ჩაერთო ჟან-ლუკა დომპეს ნაცვლად, ხოლო გიორგი ქვილითაია საერთოდ განაცხადშიც არ ჰყავდა იეს ტორუპს.

გენტმა ჯონათან დავიდის და ტიბო დე სმეტის გოლების წყალობით 2-1 იმარჯვა, კორტრიკის ერთადერთი გოლის ავტორი იდირ ოუალი გახდა.

30 ტურის შემდეგ გენტი მე-5 ადგილს იკავებს, ისინი 13 ქულით ჩარმოჩებიან პირველადგილოსან გენკს, თუმცა მე-2 ადგილთან სხვაობა მხოლოდ 6 ქულაა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ