ჩაკვეტაძეს და ქვილითაიას ძირითადში ელიან

0
24

დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიმართება. I ჯგუფში ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა :

  1. გენტი – 9 ქულა
  2. ვოლფსბურგი – 8 ქულა
  3. სენტ-ეტიენი – 4 ქულა
  4. ოლექსანდრია – 3 ქულა

ბოლო ტურში გენტი ოლექსანდრიას უმასპინძლებს, ხოლო სენტ-ეტიენი ვოლფსბურგს ესტუმრება. მოსალოდნელია, რომ გენტის ძირითად შემადგენლობაში დღეს გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ითამაშებენ. ორივე მოთამაშე, სხვადასხვა გამოცემების მიხედვით, დღეს მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს 8 თვე გაუცდა და ის სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა კლუბს, მან 15 წუთი დაჰყო მოედანზე ვარეგენის წინააღმდეგ. ქვილითაიას კი თავის მხრივ 8 ნოემრის შემდეგ არ უთამაშია და მოსალოდნელია, რომ ის დღეს კლუბს დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ